|
ბასტი ბუბუ ბაღი 2012 წლის თებერვლიდან ფუნქციონირება დაიწყო ბასტი ბუბუს საბავშვო ბაღმა. საბავშვო ბაღი მდებარეობს ბასტი ბუბუს სტუდიის გვერდით და აღჭურვილია ბავშვების განვითარებისათვის აუცილებელი თანამედროვე ინვენტარით და სათამაშოებით. ჩვენთან მუშაობენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური აღმზრდელები და ძიძები, რომლებსაც ხელმძღვანელობას უწევენ ბასტი ბუბუს ფსიქოლოგები და პედაგოგები. ბავშვები ჩვენს ბაღში სწავლობენ ინგლისურ და რუსულ ენებს, ბაღში მუშაობს პედიატრი, ხოლო საბავშვო მენიუ შედგენილია გამოცდილი საბავშვო დიეტოლოგების მიერ, რომლებიც ითვალისწინებენ ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებს. გარდა აღმზრედელბისა და პედაგოგებისა ბავშვებთან მუშაობენ ბასტი ბუბუს განმავითარებელი მუსიკალური პროგრამით მუშაობენ ბაბილინა და გიო, მოდიან საინეტერესო და სახალისო სტუმრები. ბაღი აღჭურვილია ვიდეო აპარატურით, ისე, რომ მშობლებს შეუძლიათ ადევნონ თვალყური მათი ბავშვების ცხოვრებას ბაღში პირდაპირი ეთერით ბასტი ბუბუს ინტერნეტ ვებ გვერდის საშუალებით.
|
|

