სიმღერა

ეკა თევზაძე – სიმღერის პედაგოგი ეკა ზოდიაქოთი ლომია. დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის № 1 მუსიკალური გიმნაზია, (ნიჭიერთა ათწლედი) და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. მუშაობდა 1 არხზე მუსიკალურ გამფორმებლად. ბავშვობიდან წერს სიმღერებს. 2007 წლიდან მუშაობს სტუდია ,,ბასტი-ბუბუ”-ში, პარალელურად ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში ვოკალის პედაგოგად. ეკა ბავშვების დიდი მეგობარია, ყველას უსურვებს, რომ უყვარდეთ ქართული სიმღერა და ჰქონდეთ კარგი გემოვნება.

ნინო მანჯგალაძე – სიმღერის პედაგოგი ნინო ზოდიაქოთი თხის რქაა. დაამთავრა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მე-3 მუსიკალური სასწავლებელი და ივანე სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონცერვატორია. მუშაობს ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში. ჩვენთან 2006 წლიდანაა. უყვარს პატარებთან ურთიერთობა და ხალისით ატარებს გაკვეთილებს. თავისუფალ დროს უყვარს ჩოგბურთის თამაში.

ეკა ჩიქოვანი – სიმღერის პედაგოგი ეკა ზოდიაქოთი სასწორია. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. 1987 წლიდან მუშაობდა მე-10 სამუსიკო სკოლაში დირიჟორი, მუსიკის და ფოლკლორის პედაგოგად, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ათწლედში – დირიჟორის პედაგოგად, ამჟამად მუშაობს ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალური მუსიკალურ სასწავლებელში საგუნდო – სადირიჟორო განყოფილების გაერთიანებული გუნდის ხელმძღვანელად. 1995 წლიდან სტუდია ,,ბასტი-ბუბუშია” და შემოქმედებით კოლექტივთან ერთად მონაწილეობს მცირე ასაკის ბავშვთა პროფესიული საგუნდო-ვოკალური, სმენითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. ეკა ჩიქოვანი გახლავთ ცნობილი მომღერალი ოჯახის, ჩიქოვანების წარმომადგენელი, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებოდნენ ქართული ეროვნული საგუნდო მუსიკის განვითარება-პოპულარიზაციას. ეკა უსურვებს ბავშვებს, რომ სრულფასოვანმა მუსიკამ გაალამაზოს მათი ცხოვრება არა მარტო ესთეტიურად, არამედ სულიერადაც.

ანუკი ცქვიტინიძე – სიმღერის პედაგოგი ანუკი ზოდიაქოთი მერწყულია. დაამთავრა ივანე სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საფრანგეთის ტულუზის კონსერვატორიაში დაამთავრა მაგისტრატურა, მუშაობს კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის დირექტორის აღმასრულებელ-თანაშემწედ, ბრიტანული დაწყებითი სკოლის მუსიკის პედაგოგად. ანუკი 6 წლიდან წერს სიმღერებს და პატარაობიდანვე ბასტიბუბუს უბნელია. ის ბევრი საბავშვო სიმღერის ავტორია, რომელთაგანაც რამოდენიმე ,,ბასტი-ბუბუ”-ს სასწავლო პროგრამაშია შესული. ბავშვებს უსურვებს ბევრ საბავშვო სიმღერას , ბედნიერ ბავშვობას და ულევ სიხარულს.