PostHeaderIcon დირექცია

 თამუნა ახვლედიანი – სტუდიის   დირექტორი  თამუნა ზოდიაქოთი ღრიანკალია. უკვე 12 წელია, რაც ,,ბასტი-ბუბუ-ში” მუშაობს. ეს პერიოდი მისთვის განსაკუთრებულია, რადგან არასდროს დაუტოვებია ბავშვობის განცდას. თამუნა პროფესიით ფსიქოლოგია, მისთვის ბავშვებთან ურთიერთობა დიდი ენერგიისა და სიხარულის წყაროა. რაც შეეხება სტუდიას, აქ ბევრი თაობა გაიზარდა, ყველა თაობას სიახლეები მოაქვს, რასაც თან ახლავს გარკვეული თავისებურებანი. ეს ბავშვებთან მუშაობის, მათთან ურთიერთობის პროცესს უფრო საინტერესოს ხდის. ფაქტობრივად, მეც აქ გავიზარდე, - ამბობს თამუნა.  შევიძინე საუკეთესო გამოცდილება და მეგობრები. ვისურვებდი, ყველა ბავშვი იყოს თავისუფალი, ლაღი, ბედნიერი და ჰქონდეს წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის საჭირო გარემო.

 

 

 თამრიკო თოდუა – სასწავლო პრგრამების მენეჯერი თამრიკო ზოდიაქოთი თევზებია. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, კულტურულ-საგანმანათლებლო ფაკულტეტი. მუშაობდა ვაკის კულტურისა და დასვენების პარკში სამხატვრო ხელმძღვანელად. მას შემდეგ ,,ბასტი-ბუბუ”-შია. ―19 წელია, რაც ერთად მოვდივართ, - ამბობს თამრიკო, - ერთად გადაგვილახავს  წინააღმდეგობები და გვქონია საერთო წარმატებებიც, მთელი კოლექტივი ვმეგობრობთ ოჯახებით, მეგობრობენ ჩვენი შვილებიც, ყველას არაჩვეულებრივი შვილები გვყავს. გვინდა, ,,ბასტი-ბუბუ”-ში ყველა ბავშვმა თავი ზღაპრულ  გარემოში იგრძნოს, მივცეთ მათ დიდი სითბო, სიყვარული და ენერგია. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ,,ბასტი-ბუბუ” კი კარუსელია, რომელიც აფრქვევს ლამაზ ფერებს, მას კი ატრილებს ნიჭიერებისა და პროფესიონალიზმის ჯადოსნური ძალა. თამრიკოს ჰობია აქტიური სპორტული დასვენება, თხილამურებით სრიალი, ცურვა, მაგიდის ჩოგბურთი და განსაკუთრებით უყვარს ყვავილებისა და თევზების მოვლა.

 ქეთი მეგრელიშვილი – ოფისმენეჯერი ქეთი ზოდიაქოთი მშვილდოსანია, პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე.   ქეთი მხიარული და კომუნიკაბელურია, ამიტომ ბავშვებთან ურთიერთობა მისთვის ძალიან საინტერესოა. სტუდიაში თავს კომფორტულად, უფრო მეტიც, ჯადოსნურად გრძნობს. ქეთი ბავშვებს ბედნიერ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას უსურვებს.

 

 მთავარი გვერდი  ¯  სიახლე  ¯  ჩვენს შესახებ  ¯  საიტის რუკა  ¯  კონტაქტი