ბასტი ბუბუ ქართული სიტყვაა და ჟრიამულს ნიშნავს, ბავშვების მიერბასტი ბუბუ ქართული სიტყვაა და ჟრიამულს ნიშნავს, ბავშვების მიერგამოწვეულ აურზაურს. ეს სიტყვა მშვიდად ცხოვრობდა სულხან საბასლექსიკონში და მხოლოდ ზოგიერთ ოჯახში თუ ახსენებდნენ ბავშვების ხმაურზე - ეს რა ბასტი ბუბუ გაგიმართავთო.

1992 წლის 10 მაისს საქართველოს ერთადერთი ტელევიზიის პირველ არხზე,პარასკევ დღეს, საღამოს 7 საათზე ეთერში გავიდა ფერადი, მუსიკალური საბავშვოგადაცემა სახელწოდებით ბასტი ბუბუ.

მალევე შეიქმნა ფირმა, რომლის დამფუძნებლებიც არიან თამარ სხვიტარიძე, მაკააროშიძე, ხათუნა წულაია და ნინო გოგაძე და ამით საფუძველი ჩაეყარაქართულ საბავშვო ბრენდს ბასტი ბუბუ, რომელიც უკვე მრავალი წელია ბავშვისასაკზე მორგებული სატელევიზიო გადაცემებისა და საკონცერტო პროგრამებისმეშვეობით ანვითარებს და ახარებს პატარებს.

2015 – ბათუმში გაიხსნა ბასტი ბუბუს სტუდია, რომელსაც ხელმძღვანელობს სოფო ხალვაში

2016 – გლდანის რაიონში, გლდანი მოლის მეოთხე სართულზე გაიხსნა ბასტი ბუბუს პავილიონები და ბასტი ბუბუს სტუდია. აქვე გახლავთ გასართობი ცენტრიც, სადაც მხიარულ დაბადების დღეებს იხდიან ბავშვები.

2017 - ბასტი ბუბუს  25 წლის იუბილე და ვარსკვლავის გახსნა ფილარმონიის წინ

2018 – BBB აკადემიის ჩამოყალიბება და ახალი სატელევიზიო ფორმატების დაწყება. სერიალი “BBB აკადემია.ge  და “ფერიების სკოლა”

2019 - ქუთაისში გაიხსნა ბასტი ბუბუს სტუდიიის ფილიალი, რომელსაც ხელმძღვანელობს მაია პაქსაშვილი.

2020 -  ახალი საკონცერტო ფორმატები: ელისი” “ფერიების სკოლა” და “მოგზაურები”

ჩვენი მიზანია - შესაძლებლობებით სავსე სამყარო ყველა პატარას.

ამ მიმართულებით „ბასტი ბუბუ“ სახელის გარშემო გაერთიანდნენ ცნობილი ადამიანები დაფირმები. გაკეთდა ბევრი საბავშვო პროექტი – მათ შორის: "ბასტი ბუბუ და ვარსკვლავები ", რომელიც დღემდე პოპულარულია, "ბასტი ბუბუ და კომპოზიტორები", რომლის მეშვეობითაც100–ზე მეტი ახალი საბავშვო სიმღერა დაიწერა, შეიქმნა ქართული საბავშვოსატელევიზიო გმირები – ბაბილინა, გიო, ბასტი, ბუბუ, გოგიჩა რომლებთან შეხვედრაუხარია ყველა ბავშვს.

2014 წელს მაუწყებლობა დაიწყო საბავშვო ტელევიზია BBB (ჩვენი შვილებისტელევიზია) რომელმაც მოიცვა მთელ საქართველო. არხის მიზანია ისეთი ქართულისატელევიზიო პროდუქტის შექმნა, რომელიც ბავშვებისთვის იქნება მუსიკალური,შემეცნებითი და გასართობი. 2017 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნაბასტი ბუბუს ვარსკვლავი