ბასტი ბუბუ ქართული სიტყვაა და ჟრიამულს ნიშნავს, ბავშვების მიერ გამოწვეულ აურზაურს. ეს სიტყვა მშვიდად ცხოვრობდა სულხან საბას ლექსიკონში და მხოლოდ ზოგიერთ ოჯახში თუ ახსენებდნენ ბავშვების ხმაურზე - ეს რა ბასტი ბუბუ გაგიმართავთო.
1992 წლის 10 მაისს საქართველოს ერთადერთი ტელევიზიის პირველ არხზე, პარასკევ დღეს, საღამოს 7 საათზე ეთერში გავიდა ფერადი, მუსიკალური საბავშვო გადაცემა სახელწოდებით ბასტი ბუბუ.
მალევე შეიქმნა ფირმა, რომლის დამფუძნებლებიც არიან თამარ სხვიტარიძე, მაკა აროშიძე, ხათუნა წულაია და ნინო გოგაძე და ამით საფუძველი ჩაეყარა ქართულ საბავშვო ბრენდს ბასტი ბუბუ, რომელიც უკვე მრავალი წელია ბავშვის ასაკზე მორგებული სატელევიზიო გადაცემებისა და საკონცერტო პროგრამების მეშვეობით ანვითარებს და ახარებს პატარებს.
2014 წელს მაუწყებლობა დაიწყო საბავშვო ტელევიზია BBB (ჩვენი შვილების ტელევიზია) რომელმაც მოიცვა მთელ საქართველო. არხის მიზანია ისეთი ქართული სატელევიზიო პროდუქტის შექმნა, რომელიც ბავშვებისთვის იქნება მუსიკალური, შემეცნებითი და გასართობი.
2015 – ბათუმში გაიხსნა ბასტი ბუბუს სტუდია, რომელსაც ხელმძღვანელობს სოფო ხალვაში
2016 – გლდანის რაიონში, გლდანი მოლის მეოთხე სართულზე გაიხსნა ბასტი ბუბუს პავილიონები და ბასტი ბუბუს სტუდია. აქვე გახლავთ გასართობი ცენტრიც, სადაც მხიარულ დაბადების დღეებს იხდიან ბავშვები.
2017 - ბასტი ბუბუს 25 წლის იუბილე და ვარსკვლავის გახსნა ფილარმონიის წინ
2018 – BBB აკადემიის ჩამოყალიბება და ახალი სატელევიზიო ფორმატების დაწყება. სერიალი “BBB აკადემია.ge და “ფერიების სკოლა”
2019 - ქუთაისში გაიხსნა ბასტი ბუბუს სტუდიიის ფილიალი, რომელსაც ხელმძღვანელობს მაია პაქსაშვილი.
2020 - ახალი საკონცერტო ფორმატები: ელისი” “ფერიების სკოლა” და “მოგზაურები”
ჩვენი მიზანია - შესაძლებლობებით სავსე სამყარო ყველა პატარას.
ამ მიმართულებით „ბასტი ბუბუ“ სახელის გარშემო გაერთიანდნენ ცნობილი ადამიანები და ფირმები. გაკეთდა ბევრი საბავშვო პროექტი – მათ შორის: "ბასტი ბუბუ და ვარსკვლავები ", რომელიც დღემდე პოპულარულია, "ბასტი ბუბუ და კომპოზიტორები", რომლის მეშვეობითაც 100-ზე მეტი ახალი საბავშვო სიმღერა დაიწერა, შეიქმნა ქართული საბავშვო სატელევიზიო გმირები – ბაბილინა, გიო, ბასტი, ბუბუ, გოგიჩა რომლებთან შეხვედრა უხარია ყველა ბავშვს.
|